კლუბის "მოგზაურობის მართვა" სააპლიკაციო ფორმა

23 თებერვლიდან
ხართ 15 – 30 წლის და მოგზაურობა თქვენი სურვილია?...
სურვილი, რომლის ასრულებასაც ვერ ახერხებთ, რადგანაც გგონიათ რომ არ გაქვთ საკმარისი უნარ–ჩვევები და შესაძლებლობა?
არ იცით საიდან დაიწყოთ ეს ყველაფერი, ან როგორ დაგეგმოთ?
არასაკმარისი ინფორმაციის გამო შიშობთ რომ ვერ განახორციელებთ მას?
თუ ასეა, თქვენ გაგიმართლათ, რადგანაც სწორედ იქ მოხვდით სადაც თქვენს სურვილს ახდენა უწერია..
“ განათლების და მართვის გუნდი“ EMT და CISV-საქართველოს კლუბი „ მოგზაურობის მართვა“ გთავაზობთ ახალ სასწავლო პროგრამას მოგზაურობის შესახებ.
კლუბი „ მოგზაურობის მართვა“ 3 თვიანი სასწავლო კურსის მეშვეობით დაეხმარება ყველა მსურველს, დამოიკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის საინტერესო და სასურველი ტურები, გაეცნონ სხვადასხვა ტრადიციებს, შეხვდნენ უცხოელ მოხალისეებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება, აითვისონ ყველა ის აუცილებელი უნარ–ჩვევა რაც დამწყებ და გამოცდილ მოგზაურს სჭირდება, გაიგონ მეტი ტურიზმის შესახებ, დამოუკიდებლად შეძლონ როგორც სამგზავრო ბილთების შეძენა ,ასევე სასტუმროების და ჰოსტელების დაჯავშნაც. ისაუბრონ კულტურული შოკის და მისი პრევენციის მეთოდებზე, არალეგალური მიგრაციის რისკების და ფაქტების შესახებ, გაითავისონ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს მოგზაური და როგორ გაუმკლავდეს მას, ან სულაც , იცოდნენ – რა არის მთავარი ექსტრემალური მოგზაურობის დროს.
*რატომ უნდა გადაუხადო ტურისტულ სააგენტოებს თანხა, რომ დაგიგეგმონ საკუთარი მოგზაურობა ?
*რატომ უნდა დაედევნო ტურისტულ გიდს ნაბიჯ–ნაბიჯ?
*რატომ უნდა მოექცე ჩარჩოში, მაშინ როცა ყველაზე მეტად უნდა იყო თავისუფალი?
თუ ეს კითხვები თქვენთვის მნიშვნელოვანია მაშინ გაქვთ შანსი , რომ ჩვენი კლუბის დახმრებით გახდე დამოუკიდებელი მოგზაური და შენ თითონ გადაწყვიტო უშიშრად: როდის, სად და როგორ წახვიდე.
იყავი მზად გაიგო მეტი სამყაროს შესახებ , გამოიყენე შანსი და შემოგვიერთდი.

კლუბი „მოგზაურობის მართვა“ თითოეულ ახალ ნაკადთან 3 თვის განმავლობაში იმუშავებს, კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა საღამოს 18:30–20:30სთ–ზე. მცირე ტრენინგების, სხვადასხვა ვორკშოპების და დისკუსიების გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს, კლუბის დასასრულს თავად შეძლებთ ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად დაგეგმოთ და განახორციელოთ სასურველი ტურ–ექსკურსია.
კლუბში გასაწევრიანებლად გთხოვთ შეავსოთ ონლაინ ანკეტა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

კურსის ღირებულება – თვეში 60 ლარი.
კლუბს აქვს 2 ნაკადი: გაზაფხულზე ( იწყება თებერვალში) და შემოდგომაზე ( იწყება სექტემბერში).
კლუბის აქტიურ და წარმატებულ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში ,რომელსაც " განათლებისა და მართვის გუნდი " EMT და CISV-საქართველო გთავაზობთ.
კლუბის შერჩეულ წევრებს დავუკავშირდებით .

პირველივე შეხვედრაზე დასწრება აუცილებელი და სავალდებულოა. ასევე წინდაწინ უნდა მოხდეს სარეგისტრაციო თანხის – 10 ლარის გადახდა, რომელიც ავტომატურად ბოლო თვის სწავლის გადასახადს ჩამოაკლდება, და ნაცვლად 60 ლარისა, ბოლო თვეში გადაიხდით 50 ლარს.
სარეგისტრაციო თანხის 10 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კლუბის დაწყებამდე და გთხოვთ, პირველივე შეხვედრაზე მოგვაწოდეთ გადახდის ქვითარი .

საბანკო რეკვიზიტები:
შპს "განათლებისა და მართვის გუნდი"
საიდენტიფიკაციო კოდი 416300185
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი TBCBGE22
ა/ა GE74 TB74 4083 6080 1000 02
დანიშნულება : კლუბ " მოგზაურობის მართვის" რეგისტრაციის თანხა. სახელი და გვარის მითითებით.

წარმატებებს გისურვებთ


მისამართი: მისამართი : თბილისი, საბურთალო,
ალ. ყაზბეგის 2 (კუტუზოვის ქუჩის კვეთაზე)
https://www.facebook.com/mogzaurobismartva
http://www.cisvgeorgia.org/
http://ltdemt.blogspot.com/

Показать общие результаты

გაქვთ თუ არა მოგზაურობის გამოცდილება (დადებითი პასუხის შემთხვევაში გთხოვთ აღწეროთ ერთი შემთხვევა რომელიც გადაგხდათ მოგზაურობისას)

არა.

არა

სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სააკითხია ჩემი აზრით, სანამ გაეცნობი სიტუაციას, "ყველა" ცდილობს რომ მოგატყუოს (განსაკუთრებით ეს ეხებათ ტაქსის მძღოლებს, რომლებიც პირველ რიგში დაგხვდებიან აეროპორტიდან გამოსვლის თნავე და დანიშნულების ადგილამდე მისაყვანად, ითხოვენ გაცილებით მეტ თანხას ვიდრე ეს რეალურად ღირს) და სხვა მრავალი.

მაქვს ლაშქრობის გამოცდილება. გასულ ზაფხულს მე და ჩემმა მეგობრებმა მოვაწყვეთ 4დღიანი ტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. დესტინაციად ავირჩიეთ რკინიჯვარი, ადგილი, სადაც ანდრია პირველწოდებულმა აღმართა ჯვარი. ღამე გავათიეთ მწყემსების ბინაში. ეს იყო დაუვიწყარი თავგადასავალი, აღსავსე შთაბეჭდილებებით.

კი....

უცხო ქვეყანაში მოგზაურობის გამოცდილება არ მაქვს მაგრამ საქართველოში მეგობრები ხხშირად ვაწყობთ ლაშქრობებს რამდენიმე დღიანს და ხანდახან კვირიანსაც. ყველაზე დასამახსოვრებელი ალაბად ჯოკრის თამაში იყო ვინ უფრო მდზიმე ტვირთს ატარებდა, სულ ვიგებდი და იმიტო =დ .

კი, მაგალითად როგორ დავიკარგე და დავკარგე მეგობარი ლონდონში, მაშინ როდესაც 1 საათში უნდა ვყოფილიყავი აეროპორტში. გადავწყვიტე მომეძებნა მეგობარი, რომელიც სავაჭრო ცენტრ ,,primark"-ში დავკარგე. ვთოვე მომსახურე პერსონალს გამოეცხადებინათ რომ ვეძებდი თ.მ. და ვთხოვდი მოსულიყო ერთ-ერთ გასასვლელთან, თუმცა იგი არ გამოცხადდა, რის შემდეგადაც ვიფიქრე რომ როგორც ყველა ალბათ მანაც გადაწყვიტა საკუთარ თავზე ეფიქრა გაჭირვების ჟამს და მეც გადავწყვიტე სახლში გასვლა, თუმცა ვერ გავერკვიე რა ტრანსპორტით მოვხვდებოდი სახლში და ამიტომ გავყევი ტაქსს, რომელშიც დაახლოვებით 120 ლარი გადავიხადე.. :)))

ვერ ვიტყვი რომ სულ ვმოგზაურობ, როცა მაქვს ამის შანსი ყოველთვის ვცდილობ რომ წავიდე.
რა გავიხსენო ... ??
გასულ ზაფხულს ვიყავი ახალციხეში და ჭულევის მონასტერში ასვლისას ტაძარში ჩავიკეტე, ანუ ბერს ეგონა რომ გამოსილი ვიყავი არადა მოსახსენიებელს ვწერდი, ნუ ჩემმა მეგობრებმა შეამჩნიეს რო აღარ ვიყავი მათთან და ნუ საბოლოოდ გამოვედი.

არა

მოგზაურობის გამოცდილება არ მაქვს

კი, ბავშვობაში მომიწია რამოდენიმე ქვეყანაში ყოფნა, თუმცა ბუნდოვნად მახსოვს იქ ყოფნის პერიოდი.

ცხოვრებაში ბევრი მაქვს ნამოგზაურები, 14 წლის ვიყავი პირველად რომ გავცდი საქართველოს საზღვრებს და ჩემ უფროს ძმასთან ერთად მოსკოვში გავემგზავრე, მაგრამ ყველაზე ძალიან დასამახსოვრებელი იყო სიტუაცია, როცა ვილნიუსიდან ღამე ჩავფრინდი დუსელდორფში, იყო ზამთარი და ღამის სამ საათზე შეცდომით სხვა გაჩერებაზე ჩავედი...

მაქვს მოგზაურობის გამოცდილება, ვარ ნამყოფი: პარიზში, სომხეთში,გერმანიაში,სტრაზბურგში,შვეიცარიაში. მაშინ ცუდად მაგრამ ახლა კარგად მახსენდება და ვიცინი როდესაც შემეშალა ბილეთის ყიდვა და ფეხით ასასვლელი ბილეთი ვიყიდე ეიფელის კოშკზე და მეორე დონემდე ფეხიტ ავედი შემდგომ დავბრუნი დაბლა ისევ კიბის საშვალებით და ახალი ბილეთი ვიყიდე ამჯერად ლიფტის რათა ერთხელ და სამუდამოდ დამელასშქრა ეიფელი. :)))))

viyavi germaniashi sadac vmogzaurobdi megobrebtan ertad sxvadasxva qalaqebshi

karvit mimogzauria, rachashi da xevsuretshi

ara

"ახალგაზრდები მოქმედებაში Youth in Action" trening kursi “Supporting the fight against racism and xenophobia”.k turketi sadac hvenma shesulebilma cekvam da simgeram didi sanaxaoba gamarta.....

მოგზაურობის გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს და არაერთხელ გადამხდენია უცნაური, საშიში და სასაცილო ამბავი. ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ესპანეთში,მადრიდის აეროპორტში გადამხდა ,როდესაც მეტროს მატარებელში ვიჯექით მე და ჩემი დელეგაციის წევრები. მე ვიდექი, დანარჩენები დასხდნენ . რო დავათვარიელე ვაგონი ჩემ წინ შავკანიანი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რომელიც თვალს არ მაშორებდა მე და ჩემ წინ ჩანთებს. მიხვდა რომ ტურისტები ვიყავით და ალბათ გაქურდვა უნდოდა. ვაგონი რომ გაჩერდა და გადავედით ,ისიც უკან მოგვყვებოდა, აჩქარებულად მივაგორებდით ჩანთებს და ისიც უმატებდა. თითქმის ცარიელი იყო გაჩერება, მატარებელიც უკვე წასული იყო. მოკლედ ჩვენ იმ დროს ლიფტი რომ არ დაგვენახა და არ შევსულიყავით იმ სისწრაფით რომლითაც ჩვენ იქ შევვარდით ,ალბათ ჩანთების გარეშეც დავრჩებოდით და უარეს შემთხვევაში ვიღაცა მაინც დაიჭრებოდა. (იმ ბიჭს დანა ჰქონდა ჯიბეში, და თან მობილურზე აშკარად ვიღაცას დასახმარებლად ურეკავდა).

დიახ.
თურქეთში ყოფნის დროს მინდა გამოვყო დღე, რომელიც ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. იქ ყოფნის დროს მოვინახულე სახლი, სადაც ღვთისმშობელმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები დაჰყო.ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება იყო ვყოფილიყავი იმ ადგილას სადაც ღვთისმშობელი ცხოვრობდა. ტაძართან ახლოს არის კედელი, სადაც მომლოცველები ტოვებენ სურვილებს, საბედნიეროდ ამის შესაძლებლობა მომეცა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. მე კი ვხვდები, რომ ამ დღის შემდეგ რწმენა უფრო გამიღრმავდა.

mogzauroba chemi gatacebaa. tumca xangrdzliv mogzaurobebshi ar vkofilvar arasdros. magram uamrav lashkrobashi var namkofi.

WebAnketa.com

{index_page:short_slogan}