სიქას ახალი კლუბი "მოემზადე წარმატებისათვის"


კლუბი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს ისწავლოს როგორ წარადგინოს და წარმატებულად გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები.

კლუბის მიზანი
დაეხმაროს ახალგაზრდებს: შეიძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი; გახდნენ მეტად თავდაჯერებულები და კონკურენტუნარიანები; ისწავლონ საკუთარი თავის ეფექტურად წარმოჩენა, რითაც გაეზრდებათ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები.

კლუბში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 28 წლამდე ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას.

კლუბის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

* თავის წარდგენა წერილობითი სახით: CV, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი
* ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გამოყენება გასაუბრებისა და საქმიანი შეხვედრების დროს
* საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი და განვითარების დაგეგმვა
* როგორ მივაღწიოთ მიზანს
* თანამშრომლობა კოლეგებთან
* დროის მართვა წარმატების მიღწევისთვის
* საჯარო გამოსვლა
* კომპიუტერული პროგრამების გამოყენება პრეზენტაციის მოსამზადებლად


ტრენინგების პროცესში გამოყენებული იქნება სწავლების სხვადასხვა მეთოდები:

* ჯგუფური მუშაობა
* ინდივიდუალური დავალებები
* პრეზენტაციები
* როლური თამაშები
* მინი ლექციები
* დისკუსიები

კლუბის მუშაობის პერიოდი: აპრილი-მაისი, 2015წ.
კვირაში 2 დღე,
ტრენინგის ხანგრძლივობა: 2,5 საათი.

მისამართი:რუსთავი, შარტავას 19/55, პირველი სართული.

სრული კურსის საფასური - 90 ლარი.
გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად კურსის დასრულებამდე.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 23 მარტი.

საკონტაქტო პირები: ანი ციცქიშვილი 599 33 13 43; Anitsitskishvili@gmail.com
ნათია შუკაკიძე 555 56 98 75; Shukakidzenatia@gmail.com

კლუბს წარმოადგენს სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

სიქა გისურვებთ წარმატებას!

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი, გვარი *

ასაკი *

განათლება *

სამუშაო გამოცდილება *

რატომ გსურთ კლუბში მონაწილეობა? *

მობილური ტელეფონი *

ელ.ფოსტა *

WebAnketa.com

Free creation of surveys