პედაგოგები ფასეულობითი განათლებისათვის.
ტრენინგ პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა ხელს უწყობს აღმზრდელს, პედაგოგს და განმანათლებელს, მოსწავლეებში განავითარონ საკვანძო ფასეულობები:
• თანამშრომლობა,
• ბედნიერება,
• პატიოსნება,
• თავმდაბლობა,
• სიყვარული,
• მშვიდობა,
• პატივისცემა,
• პასუხისმგებლობა,
• უბრალოება,
• ტოლერანტობა,
• ერთობა.
პროგრამა განკუთვნილია:
• პედაგოგებისათვის რომლებიც მუშაობენ 7-12 ან 13-17 წლის მოსწავლეებთან;
• ფსიქოლოგებისათვის;
• დამრიგებლებისათვის;
• სტუდენტებისათვის;
• განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის;
• მათთვის ვინც აპირებს საგანმანათლებლო ცენტრებში, კლუბებში, ორგანიზაციებში მოზარდებთან მუშაობას.
ტრენინგ პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ:
სასკოლო კონფლიქტების მართვა მოსწავლეებში ცხოვრებისეული ფასეულობების ქცევებში გამომუშავების გზით და შექმნან ღირებულებებზე დაფუძნებული საკლასო ატმოსფერო.
• მოსწავლეებში განავითარონ პიროვნული და სოციალური ფასეულობები;
• მოახდინონ ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში და არასაკლასო მუშაობის პროცესში;
• დაგეგმონ და ჩაატარონ ფასეულობითი გაკვეთილები, ღონისძიებები;
• შეძლონ ტექსტების შექმნა და ანალიზი.
პროგრამის ძირითადი საკითხებია:
1. ფასეულობითი განათლება - საერთაშორისო და ქართული გამოცდილება. პროგრამის მიზნები და ამოცანები;
2. სასკოლო და საკლასო ცხოვრებაში ფასეულობითი განათლების გარემოს შექმნა;
3. ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში (ქართული და უცხოური ლიტერატურა, ისტორია, ბუნება, ხელოვნება);
4. ფასეულობითი განათლების მეთოდოლოგიის (ხატვა, დრამა, დისკუსია, პრეზენტაცია, როლური თამაშები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, მინი ლექცია, კითხვა-პასუხი) გამოყენება.
5. აქტივობების მრავალფეროვნება (მასალები: ტექსტები, მოთხრობები, ზღაპრები, სიმღერები, თამაშები, ფიზიკური აქტივობები, ბარათები, ნახატები, პლაკატები) ორიენტირებული კონკრეტულ ფასეულობაზე.
6. გაკვეთილების დაგეგმვა ფასეულობების მიხედვით.
7. როგორ გამოვიყენოთ ფასეულობითი განათლების მეთოდური ლიტერატურა;
8. საკითხავ ტექსტებზე მუშაობა, სახელმძღვანელოების ანალიზი.
ტრენინგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ:
• საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამის-(ცხოვრების ფასეულობები) მეთოდური სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია თეორიული და პრაქტიკული მასალები, კერძოდ: ტექსტები, მოთხრობები, სავარჯიშოები, აქტივობები ფასეულობითი განათლებისათვის, გაკვეთილის გეგმები.
• სერტიფიკატი
ტრენინგ პროგრამის ხანგრძლივობა:
2 თვე - კვირაში 1 დღე, სამი საათი. 17:00-20:00 სთ.
სამშაბათს - დაწყებითი საფეხური (7-12 წლის მოსწავლეების პედაგოგებისთვის);
ხუთშაბათს - II საფეხური (13-17 წლის მოსაწვლეების პედაგოგებისთვის);
ჯამში იქნება სულ 8 შეხვედრა.
ტრენინგი ჩატარდება თბილისში, ბახტრიონის 7ა, EMT ოფისში.
კურსის ფასია 130 ლარი, მოიცავს 8 შეხვედრას ორი თვის განმავლობაში.
კლუბი დაიწყება ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში.
ტრენერი: თეა ლობჟანიძე, კურსის ავტორი, საბავშვო მწერალი, ტრენერი, განათლების სპეციალისტი, CISV-საქართველოსა და „სიქა”-ს დამფუძნებელი. CISV-გამგეობის წევრი, EMT ტრენერი.
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ. ელ-ფოსტა: tealobjanidze@gmail.com,
(მობ) 555 345 669 თეა ლობჟანიძე; თეო ბუაძე - teklabuadze@gmail.com, (მობ) 599 455 233.
Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!