ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და ჩეხეთის ისტორიულ ქალაქ ბრნოში.
სლოვაკეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იაპონიის, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2025 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ TEaM კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.
მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-18 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში ავსტრიასა და ჩეხეთში 10-15 აგვისტოს. მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.
მონაწილეები მოინახულებენ ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმს, სადაც უამრავი საინტერესო ნივთია განთავსებული. დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა და სხვა.
შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, ესტუმრებიან ისტორიულ ადგილებს ბრნოში. დააგემოვნებენ ავსტრიულ და ჩეხურ სამზარეულოს, გაეცნობიან ადგილობრივ პარკებს, ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს და მრავალ უნიკალურ ადგილს.
სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 750 ევრო