TEaM-ის სასწავლო აკადემია ვენასა და ბრნოში 2025


ინგლისურენოვანი სასწავლო აკადემია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და ჩეხეთის ისტორიულ ქალაქ ბრნოში.

სლოვაკეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იაპონიის, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, პოლონეთისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2025 წწ.) წარმატებულად დასრულების შემდეგ TEaM კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-18 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში ავსტრიასა და ჩეხეთში 10-15 აგვისტოს. მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

მონაწილეები მოინახულებენ ბუნების ისტორიის ნაციონალურ მუზეუმს, სადაც უამრავი საინტერესო ნივთია განთავსებული. დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა ვალუტის გაცვლა, მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია, არამშობლიურ ენაზე კონტაქტი, საკუთარი ფინანსების მართვა, დღიური ბიუჯეტის განაწილება, ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა და სხვა.

შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გაატარებენ ხალისიანად, ესტუმრებიან ისტორიულ ადგილებს ბრნოში. დააგემოვნებენ ავსტრიულ და ჩეხურ სამზარეულოს, გაეცნობიან ადგილობრივ პარკებს, ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს და მრავალ უნიკალურ ადგილს.

სასწავლო აკადემიაში მონაწილეობის საფასურია 750 ევრო

მოიცავს:

- სასტუმროში განთავსება;
- ორჯერადი კვება;
- მატარებლის ბილეთი (ვენა-ბრნო-ვენა);
- მუზეუმების მონახულება;
- სხვადასხვა ორგანიზაციების მონახულება (საგანმანათლებლო, განვითარების, საერთაშორისო, დიპლომატიური);
- ტრენერების მომსახურება;
- სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები;
- ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

*მოცემულ თანხას დაემატება მხოლოდ ფრენის საფასური დაახლოებით 200 ევრო (ფრენის საფასური ცვალებადია).

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

557008757 მარიამი
599556234 პავლე

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი და გვარი *

დაბადების თარიღი *

მშობლის ან მეურვის სახელი და გვარი *

მშობლის ან მეურვის მობილურის ნომერი *

მშობლის ან მეურვის Facebook *

საცხოვრებელი მისამართი *

გაქვთ თუ არა CISV/EMT/TEaM ან SIQA-ს რომელიმე პროგრამაში მონაწილეობა მიღებული? *

გაქვთ თუ არა უცხოეთში ან საქართველოს ტერიტორიაზე ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება? თუ გაქვთ, გთხოვთ ჩამოთვალოთ. *

რა არის თქვენი მოტივაცია/რატომ გსურთ სასწავლო აკადემიაში მონაწილეობა? *

სპეციალური საჭიროება: არ დამალოთ ეს ინფორმაცია, რაც სასწავლო აკადემიის ორგანიზატორებს დაეხმარება თქვენს შვილს შეუქმნან დაცული გარემო. ინფორმაცია არ გახდება საჯარო და წაიშლება ბანაკის დასრულების შემდეგ. მაგალითად: დიეტა, რომელიმე ალერგია, წამლები, კომუნიკაციის შეფერხება, უძილობა ან სხვა. *

დამატებითი ინფორმაცია რისი გაზიარებაც გსურთ *

WebAnketa.com

Free creation of surveys