EMT და CISV-საქართველოს ტრენინგ-კლუბის წევრობის მსურველის განაცხადი

განათლებისა და მართვის გუნდი (EMT) და CISV-საქართველო გიწვევთ ტრენინგ-კლუბებში.

შპს ”განათლებისა და მართვის გუნდი” (EMT) დამფუძნებელია პავლე თვალიაშვილი. ორგანიზაცია დაფუძნდა 1997 წლიდან დაგროვილი გამოცდილების ბაზაზე.

ორგანიზაცია აერთიანებს ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებს.

”განათლებისა და მართვის გუნდი” და CISV-საქართველო რამდენიმე ახალ სერვისს გთავაზობთ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 2013 წლის 31 მარტი 18:00 სთ, ტრენინგები და შეხვედრები დაიწყება აპრილიდან.

განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ გთხოვთ დააჭიროთ DONE-ს

****
კლუბი ”მოგზაურობის მართვა”. თემატიკა: მოგზაურობის დაგეგმვა და განხორციელება; დეტალები და თავგადასავლები მოგზაურობის მოყვარულთათვის; კომუნიკაცია მასპინძლებთან და კულტურული თავისებურებები საქართველოში და უცხოეთში. შეხვედრები უცხოელებთან და უცხოეთში ნამყოფ ქართველებთან.

ასაკი 14-30 წწ.
შაბათობით 2 თვის მანძილზე (4 კვირა თვეში)
18:00-20:00 სთ

გადასახადი 60 ლარი თვეში, 2 თვის კურსის ფასი 120 ლარი.

****
მომავალი ჟურნალისტის კლუბი - წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კომპეტენციების განვითარება, ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, სტატიების ანალიზი, რეპორტაჟების მომზადება, განაცხადების შევსება.
ასაკი 13-17 წწ.

ხუთშაბათს 18:00-20:00 სთ
გადასახადი 60 ლარი თვეში, 3 თვის კურსის ფასი 180 ლარი

****
მომავალი ლიდერების ცენტრი. პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება. წარმატებული ცხოვრებისთვის.
ახალი ნაკადი. ასაკი ჯგუფების მიხედვით: 9-12; 12-16; 18-დან ზევით.

კვირას
11:00-13:00 სთ- 9-12 წწ.
13:30-15:30 სთ - 12-16 წწ.
16:00-18:00 სთ - 18 წლის ზევით

შეხვედრები თვეში 3 კვირა.
გადასახადი 45 ლარი თვეში, 3 თვის კურსის ფასი 135 ლარი

****
დებატების კლუბი (დებატები, როგორც ინტელექტუალური თამაში). გამოცდილება 1998 წლიდან. დებატები ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიც არის: კრიტიკული აზროვნება, მოსმენის კულტურა, არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობა, დროის მენეჯმენტი, პრეზენტაბელურობა, საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, ორატორობა, სწრაფი აზროვნება, სწრაფი წერა, შემოქმედებით უნარიანობა, კამათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფის გარეშე, ემოციების მართვა, გუნდურობა, კვლევის უნარი და სხვა.

პოპერისა და პოლიტიკური დებატების ფორმატი - VIII-XI კლასელებისთვის

სამშაბათს 18:00-20 სთ


საპარლამენტო დებატების ფორმატი - 16-25 წლის ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის.

ოთხშაბათს 18:00-20 სთ

შეხვედრები 4 კვირა თვეში.

გადასახადი: თვეში 60 ლარი, 3 თვის კურსის ფასი 180 ლარი

*****************
პროგრამები ხორციელდება სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციისა და CISV-საქართველოს მხარდაჭერითა და პარტნიორობით .

თვალი ადევნეთ ჩვენ საიტებს: www.cisvgeorgia.org და www.ltdemt.blogspot.com

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი  *

გვარი *

სახელი, რომლითაც გინდათ მოგმართონ *

მონაწილეობის მსურველის დაბადების თარიღი *

სკოლა/სასწავლებელი *

გთხოვთ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამა *

შესაძლებელია რომ 1 ადამიანი რამდენიმე კლუბში დადიოდეს.

მონაწილეობის მსურველის პირადი მობილურის ნომერი  *

მონაწილეობის მსურველის მშობლის (მეურვის) სახელი და გვარი *

მონაწილეობის მსურველის მშობლის (მეურვის) მობილური *

როგორ შეიტყვეთ ჩვენი პროგრამების შესახებ? *

გააცანით თქვენი თავი მომავალ ტრენერებსა და მონაწილეებს *

რატომ გსურთ EMT-ის კლუბში გაწევრიანება? *

გთხოვთ მოგვწეროთ ორი ადამიანის სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც რეკომენდაციას გაგიწევთ EMT-ის პროგრამებში მოსახვედრად. ( ეს შეიძლება იყოს თქვენი სასწავლებლის ხელმძღვანელი, CISV, სიქა ან EMT-ის წარმომადგენელი, წინა პროგრამების მონაწილე, თქვენი უშუალო ხელმძღვანელი ან მასწავლებელი, ან რომელიმე ორგანიზაციის, რომელთანაც თქვენ ურთიერთობა გქონიათ, წარმომადგენელი და სხვა.) *

WebAnketa.com

{index_page:short_slogan}