EMT-ის სასწავლო აკადემია სომხეთში 2023


სლოვაკეთის, ავსტრიის, პოლონეთის, იაპონიის, ჩეხეთის, გერმანიისა და სომხეთის სასწავლო აკადემიების (2017-2023) წარმატებულად დასრულების შემდეგ EMT კვლავ გთავაზობთ ახალ შესაძლებლობას მიიღოთ გამოცდილება და დაუვიწყარი დღეები გაატაროთ ჩვენთან ერთად.

მარიამ და პავლე თვალიაშვილები გიწვევთ 11-17 წლის ახალგაზრდებს სათავგადასავლო შემეცნებით ტურში 11-14 მაისს.

4 დღის განმავლობაში მონაწილეები ესტუმრებიან სასწავლო ცენტრებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, მუზეუმებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვასა და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

დაგეგმილია ვიზიტი UWC Dilijan College - საერთაშორისო ib სკოლაში, სადაც სამომავლოდ დაფინანსების მოპოვებისა და სწავლის გაგრძელების შანსი ეძლევათ (www.ge.uwc.org). UWC-ის სკოლაში შევხვდებით ქართველ მოსწავლეებს, ხოლო ჩვენს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან შეკითხვები.

ასევე ვეწვევით ტექნოლოგიების ცენტრს - TUMO, სადაც ადგიობრივი თანამშრომელი დეტალურად გააცნობს ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და დონორების მხრიდან დაფინანსების მექანიზმებს.
მონაწილეები მოინახულებენ უძველეს ძეგლებს, გარნის და გეღარდს. ესტუმრებიან ფარაჯანოვის მუზეუმს, სადაც გაეცნობიან სომხური, აზერბაიჯანული და ქართული კულტურების შერწყმას ხელოვნებაში.

დამოუკიდებლად გაართმევენ დავალებებს თავს (CITY GAME) და გამოიმუშავებენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა:
ვალუტის გაცვლა,
მეტროში და საქალაქო ტრანსპორტში ნავიგაცია,
არამშობლიურ ენაზე კონტაქტი,
საკუთარი ფინანსების მართვა,
დღიური ბიუჯეტის განაწილება,
ქვეყნისა და პროგრამის წარდგენა სხვა ადამიანების წინაშე
და სხვა.

შემეცნებით დავალებებთან ერთად დროს გავატარებთ ხალისიანად, ვესტუმრებით Grand Candy-ს კაფეს, ბოლოს კი ტრადიციულ რესტორანში გვექნება საზეიმო ვახშამი.

ვიცხოვრებთ სასტუმროში, სადაც იქნება ახალგაზრდული ბანაკის მსგავსი სიტუაცია და ვიზიტებთან ერთად დატვირთულნი იქნებიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით.

მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატი.

მონაწილეობის საფასური 395 ევრო

მოიცავს:

მგზავრობას, (თბილისი-ერევანი-თბილისი)
შიდა ტრანსპორტს,
ცხოვრებას,
მუზეუმებს,
სამჯერად კვებას,
გარნიში და გეღარდში ვიზიტს,
საერთაშორისო სტატუსის 2 ტრენერის მომსახურებას ტურის განმავლობაში,
სასწავლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
557008757 მარიამი
599556234 პავლე

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი და გვარი *

დაბადების თარიღი *

მშობლის ან მეურვის სახელი და გვარი *

მშობლის ან მეურვის მობილურის ნომერი *

მშობლის ან მეურვის Facebook *

საცხოვრებელი მისამართი *

გაქვთ თუ არა CISV/EMT ან SIQA-ს რომელიმე პროგრამაში მონაწილეობა მიღებული? *

გაქვთ თუ არა უცხოეთში ან საქართველოს ტერიტორიაზე ბანაკში მონაწილეობის გამოცდილება? თუ გაქვთ, გთხოვთ ჩამოთვალოთ. *

რა არის თქვენი მოტივაცია/რატომ გსურთ სომხეთის სასწავლო აკადემიაში მონაწილეობა? *

სპეციალური საჭიროება: არ დამალოთ ეს ინფორმაცია, რაც სასწავლო აკადემიის ორგანიზატორებს დაეხმარება თქვენს შვილს შეუქმნან დაცული გარემო. ინფორმაცია არ გახდება საჯარო და წაიშლება ბანაკის დასრულების შემდეგ. მაგალითად: დიეტა, რომელიმე ალერგია, წამლები, კომუნიკაციის შეფერხება, უძილობა ან სხვა. *

დამატებითი ინფორმაცია რისი გაზიარებაც გსურთ *

WebAnketa.com

Free creation of surveys