სიქა გთავაზობთ „მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსს“ 9-დან 12 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. კურსის მიზანია მოზარდებმა ადრეული ასაკიდან განივითარონ ლიდერის უნარ-ჩვევები. არაფორმალური განათლების მეთოდებით ჩატარებული სავარჯიშოების მეშვეობით მონაწილეები საკუთარ თავზე გამოცდიან სხვადასხვა გამოწვევებს/სიტუაციებს და თავად გააკეთებენ დასკვნებს. ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს მოზარდის მიმღებლობის გაზრდას და ურთიერთობის გაუმჯობესებას თანატოლებთან.
მომავალ ლიდერთა ტრენინგ-კურსი მოიცავს 12 შეხვედრას, შემდეგი თემებით:
1. გაცნობა-ჯგუფური შეთანხმება;
2. ყინულის დნობა, ჯგუფის შეკვრა;
3. ტოლერანტობა/პატივისცემა;
4. ეფექტური კომუნიკაცია;
5. გუნდურობა;
6. ლიდერობა;
7. სტერეოტიპები;
8. კულტურული მრავალფეროვნება;
9. შემოქმედებითობა;
10. პასუხისმგებლობა;
11. პრეზენტაციის უნარები;
12. ლოგიკური აზროვნება/დაკვირვება
თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა 1,5 საათი.
კურსის შეხვედრები გაიმართება კვირა დღეს, 13:30-15:00 სთ.
კურსის ღირებულება რუსთავში: 39 ლარი თვეში (ფასი მითითებულია დღგ-ს ჩათვლით)
რეგისტრაცია გაგრძელდება 20 მარტამდე. რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება სიქა-ს წარმომადგენელი.
კურსი დაიწყება 25 მარტიდან.
Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!
