EMT-ის ტრენინგ-ბანაკი "ლიდერული არდადეგები 4"

შპს. განათლებისა და მართვის გუნდი EMT გთავაზობთ ტრადიციულ ქართულ-ინგლისურენოვან ტრენინგ-ბანაკს "ლიდერული არდადეგები 4"

ბანაკი "ლიდერული არდადეგები 4" დაგეგმილია მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ დაუვიწყარი და ემოციებით სავსე დღეები გაატარონ ბაკურიანში, 2018 წლის ზამთარში.

ბანაკი მათთვისაა, ვისაც სურს: ახალ და ძალიან საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა; ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება.

ბანაკი მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს EMT-ს გამოცდილ გუნდთან ერთად კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა!

თარიღი: 5-10 იანვარი

მონაწილეობის ღირებულება: 695ლ.

მონაწილეობა შეუძლია ყველას:
ვინც არის 11-16 წლის ასაკის;
ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების და ლიდერული უნარები;
ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
ვისაც სურს თავად დაგეგმოს და განახორციელოს საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს;
ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტულ ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის პერიოდშიც თითოეულ დღეს თავისი სპეციფიური მიმართულება ექნება!

გარდა მოსწავლეებისა  ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.

6-დღიანი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;
- ტრენინგები და მინი ლექციები რომელიც ორიენტირებული იქნება ინგლისური ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის უნარების განვითარებაზე;
- ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
- დღის და საღამოს თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
- საერთაშორისო ბანაკის გამოცდილების დანერგვას, რაც გულისხმობს თითოეული მონაწილის გააქტიურებას სხვადასხვა როლის მიხედვით;
- Welcome Party/საღამოს აქტივობები/ცეკვები/კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული ლიდერ-ტრენერებისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე, შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება, კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას და აქვთ ნამუშევარი რთული ქცევის ბავშვებთანაც.

ბანაკის სივრცის შესახებ ბაკურიანში: ბანაკი გაიმართება სასტუმროში, რომელიც აღჭურვილია 3 და 4-ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი), ამასთანავე კომფორტული სასადილო, სათამაშო სივრცე.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 10 წუთის სავალ გზაზე.

ბანაკის ღირებულებაში შედის:
სასტუმროში ცხოვრება;
კვება;
მგზავრობა;
პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო თამაშები და ა.შ);
უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.

მონაწილეობის მსურველმა შეავსეთ ანკეტა https://goo.gl/KxLpNd

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
595 EMT EMT (595 368 368) - მანანა ხუციშვილი;
დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი EMT-ს დირექტორი;
www.emt.ge

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

დაბადების თარიღი *

გთხოვთ აარჩიოთ კალენდრის გამოყენებით

საკონტაქტო ტელეფონი *

facebook-ის პროფილი *

არსებობის შემთხევავში მიუთითეთ სრულად.
ნიმუში: www.facebook.com/saxeli11.gvari07

მშობლის სახელი და გვარი *

მშობლის მობილურის ნომერი *

მშობლის/მშობლების სამუშაო ადგილი და პოზიცია *

საცხოვრებელი მისამართი *

(ქალაქი, ქუჩა, #)

განსაკუთრებული საჭიროებები, რომელიც გასათვალისწინებელია ბანაკში *

(მაგალითად: დიეტა, მედიკამენტების მიღება, საკვები რომელსაც არ მიირთმევს, მარხვა, გადაადგილების პირობები და/ან სხვ.)

მსურს EMT-ის სიახლეები მივიღო ელ-ფოსტაზე: *

WebAnketa.com

Free creation of surveys