სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით


კონკურსი თბილისის, ახალციხის, თელავის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
ა(ა)იპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფონდი: ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: "სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“.
,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ თბილისის, ახალციხის, თელავის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის ამოცანებია:

• ახალგაზრდებს შორის დებატების კულტურის დანერგვა - მათი განათლების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის.
• დებატების პოპულარიზება - მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემების ირგვლივ, საჯარო დისკუსიების ორგანიზების უნარების გაღრმავებისთვის.
• საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაცია, რაც დაფუძნებულია თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის პრინციპზე.


პროექტის მიმდინარეობის ძირითად ეტაპზე ოთხ სამიზნე ქალაქში შერჩეულ სტუდენტებს 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე 2017 წლის თებერვლის თვეში ჩაუტარდებათ კარლ პოპერის სახელობის, პოლიტიკური და საპარლამენტო დებატების ტექნიკის ტრენინგები. ამ ტრენინგებზე სტუდენტები შეიძენენ ისეთ სადებატო უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, არამარტო თვითონ გამოიყენონ დებატების ტექნიკა არამედ, ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ და უხელმძღვანელონ დებატების კლუბებს სკოლებში.
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოეწყობა დებატების ორდღიანი ფორუმი: ოთხი სამიზნე ქალაქიდან ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 80 სტუდენტი - 40 ორწევრიანი გუნდი.
• ტურნირის პირველ დღეს გაიმართება 4 შესარჩევი თამაში.
• მეორე დღეს გაიმართება მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.
• ტურნირს უმსაჯებენ როგორც გამოცდილი, ასევე ახალი მსაჯები.
• ტურნირზე გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.
სტუდენტური ტურნირი ჩატარდება საპარლამენტო (ბრიტანული სტილი) დებატების ფორმატით. საკამათო თემები შეირჩევა აქტუალური პრობლემების გათვალისწინებით.

სტუდენტთა შერჩევის პირობები
კონკურსი შედგება ორი ეტაპისაგან:
• სტუდენტებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ განაცხადი
• განაცხადის შეფასების შემდეგ მხოლოდ შერჩეული სტუდენტები მოწვეულები იქნებიან გასაუბრებაზე. გასაუბრება ჩატარდება თბილისში, ახალციხეში, თელავსა და ბათუმში მხოლოდ შერჩეული სტუდენტებისათვის წინასწარი შეტყობინების შემდეგ.
• გასაუბრების შემდეგ მოხდება ტრენინგებისათვის სტუდენტთა საბოლოო შერჩევა.
თითოეული ქალაქიდან შეირჩევა 20 სტუდენტი.
მსურველების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინტერესი არა მარტო დაეუფლონ დებატების ტექნიკას და მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ და საერთაშორისო ტურნირებში არამედ, თვითონაც ასწავლონ სკოლის მოსწავლეებს დებატები და დააფუძნონ დებატკლუბები.
სტუდენტთა შერჩევისას თანაბარი კონკურენციის პირობებში პრიორიტეტი მიენიჭებათ უმცირესობების წარმომადგენლებს.

პროექტის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ნახავთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე:
www.cdi.org.ge

http://cdi.org.ge/uploads/news/vebisatvias-53.pdf


საკონკურსო განაცხადების წარსადგენად გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე და შეავსოთ განაცხადის ფორმა:
http://webanketa.com/forms/64wkccss6mqp2e9p6shk2db2/


საკონტაქტო პირები:

ნინო ბერიშვილი, 599550119, ninoberishvili71@gmail.com

გიორგი თვალიაშვილი - კოორდინატორი თბილისში, giorgitv@gmail.com

ლელა ინასარიძე - კოორდინატორი ახალციხეში, samkhretiskaribche@gmail.com

ლიკა იმერლიაშვილი - კოორდინატორი თელავში, limerlishvili@cce.ge

რეზო ოკუჯავა - კოორდინატორი ბათუმში, rokujava@gmail.com



წარმატებას გისურვებთ!

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი, გვარი *

დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) *

მობილური *

მისამართი (გთხოვთ მიუთითოთ მისამართი სადაც ცხოვრობთ - მუნიციპალიტეტი, ქალაქი/სოფელი, ქუჩა, N) *

ქალაქი (გთხოვთ მიუთითოთ ქალაქი სადაც სწავლობთ) *

უნივერსიტეტი (გთხოვთ მიუთითოთ: უნივერსიტეტი სადაც სწავლობთ, ფაკულტეტი, კურსი) *

გამოცდილება (გთხოვთ, აღწეროთ რა პროექტებში და ღონისძიებებში მიგიღიათ მონაწილეობა, რა იყო თქვენი მოვალეობა, ვინ იყო ორგანიზატორი, სად და როდის განხორციელდა) *

ტრენინგები (გთხოვთ, აღწეროთ რა ტრენინგებში მიგიღიათ მონაწილეობა, ვინ იყო ორგანიზატორი, სად და როდის ჩატარდა) *

მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება (გთხოვთ გვითხრათ გქონიათ თუ არა მოზარდებთან/სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, დადებითი პასუხის შემთხვევაში აღწერეთ) *

მოტივაცია (გვიამბეთ, • რატომ გსურთ ამ პროექტში მონაწილეობა? • რა სარგებელს ელოდებით? • როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას? • რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში და უნივერსიტეტებში დებატკლუბების ფუნქციონირება? • რა უნარებს ანვითარებს დებატების ტექნიკა?) *

WebAnketa.com

{index_page:short_slogan}

წარმატებას გისურვებთ!