ფანდრაიზინგის ტრენერებისა და რესურსების მობილიზების სპეციალისტების სამუშაო შეხვედრა

თუ თქვენ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში რესურსების მობილიზებით ან ფანდრაიზინგის ტრენინგებით ხართ დაკავებული, ეს ინფორმაცია დაგაინტერესებთ:
23 თებერვალს 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე EMT განათლებისა და მართვის გუნდის ოფისში CISV-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ევროპის ტრენერთა ქსელის წევრი პავლე თვალიაშვილი გაგაცნობთ ჩეხეთის ფანდრაიზინგის ცენტრის პროექტს POINT - Platform for Opportunities and Ideas in Non-Profit Training, რომელსაც ვიშეგრადის ფონდი აფინანსებს.

აპრილში დაგეგმილია ერთკვირიანი საერთაშორისო ტრენინგი ტრენერებისთვის ჩეხეთში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. საქართველოდან 3 ტრენერის შერჩევისთვის უნდა შემუშავდეს შერჩევის კრიტერიუმები, და გამოიკვეთოს ის სურვილები, რომელიც შერჩეული ტრენერების მიმართ აქვთ სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებს.
23 თებერვლის შეხვედრის მონაწილეებს სკაიპით გაესაუბრებიან პროექტის ორგანიზატორები ჩეხეთიდან.
შედგება საუბარი, როგორ შეიძლება POINT პლატფორმის ქსელი დაეხმაროს ქართულ ორგანიზაციებს განვითარებაში.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადი 18 თებერვლის 22:00 სთ-მდე.
http://webanketa.com/forms/64sk8d1n6gqkjs9nc8v3gs1h/

შერჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით ელ. ფოსტით.

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

ორგანიზაცია *

პოზიცია *

აღწერეთ თქვენი ბოლო 2 წლის საქმიანობა შეხვედრის თემატიკასთან კავშირში  *

გთხოვთ იყოთ დეტალური, ეს დაგვეხმარება მივიღოთ გადაწყვეტილება

phone *

როგორ დონეზე იცით ინგლისური? *

WebAnketa.com

Free creation of surveys