AYV-iEARN ონლაინ-კურსი საქართველო, განაცხადის ფორმა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ EMT-ის მეშვეობით iEARN და Adobe გთავაზობთ უნიკალურ კურსს.

AYV (Adobe Youth Voices - ადოუბ ახალგაზრდული ხმები)
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ლიდერებისა და პედაგოგებისთვის.

თქვენ გაქვთ შანსი გაიაროთ 8-კვირიანი საერთაშორისო სასწავლო სერტიფიცირებული კურსი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად. დამატებითი ხარჯების გარეშე.

თუ მუშაობთ სკოლაში, ან არაფორმალური განათლების დაწესებულებაში. შეგიძლიათ პროგრამაში მონაწილეობა. სწავლის ხარჯებს თქვენ არ გაიღებთ, ამაზე EMT-ის ადმინისტრაციამ იზრუნა. პროგრამას აფინანსებს Adobe.

თქვენ უნდა გქონდეთ:
• კომპიუტერი (საკუთარი, ან სამსახურის), რომელზეც შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება (ლიცენზირებულ ვერსიებს უფასოდ მოგაწვდით);
• ინტერნეტი (უწყვეტად) - USB მოდემები არ არის საკმარისი;
• თავისუფალი დრო (კვირაში 8-10 საათი, ეს დღეში დაახლოებით 1,5 საათია)
• საშუალება იმუშაოთ დავალებების შესასრულებლად კონკრეტულ კლასთან ან მოსწავლეთა ჯგუფთან
• სურვილი და შესაძლებლობა იკონტაქტოთ კურსში ჩართულ უცხოელ პედაგოგებთან ინტერნეტის მეშვეობით
• სურვილი, მიმართოთ საჭიროების შემთხვევაში და მიიღოთ დახმარება კურსის მენტორებისგან
თქვენ უნდა იცოდეთ:
• ინგლისური (გამართულად წერილობით)
• ან რუსული (გამართულად წერილობით)
• არ უნდა გიჭირდეთ კომპიუტერზე ოპერაციების შესრულება (ტექსტებზე მუშაობა, ფოტოების მარტივი დამუშავება, ინტერნეტში შესვლა, დოკუმენტების გადმოწერა, ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობა)

ყოველ კვირას თქვენს ნამუშევრებს შეაფასებენ; შესაბამისად გექნებათ ყოველდღიური დავალებები,

წარმატებით კურსდამთავრებულს გადაეცემა საერთაშორისო პედაგოგ-ოსტატის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე www.ltdemt.blogspot.com

გთხოვთ, შეავსოთ კონკურსში მონაწილეობის განაცხადის ფორმა 30 იანვრის 17:00 სთ-მდე.
შერჩეულ კანდიდატებს დამატებით შეგეხმიანებით!

წარმატებას გისურვებთ.

EMT-ის ადმინისტრაცია.
AYV-GEORGIA
iEARN-GEORGIA

www.ltdemt.blogspot.com

http://webanketa.com/forms/74vk0d9m5xj30rv4c4tkgc8/

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი, გვარი *

ქართულად

ჩემთვის ცნობილია *

კურსი ინტენსიურია და მოითხოვს 8 კვირის მანძილზე კვირაში 8-10 საათს ინტენსიურ მუშაობას.

ვადასტურებ, რომ მაქვს შესაბამისი დრო. დღეში 1,5-2 (ხან მეტი) საათი ხელმისაწვდომია ჩემთვის და ამ დროს მანძილზე (სამსახურის, ოჯახის, ნათესავების, აკადემიური ან არააკადემიური და სხვა სახის მიზეზები) ხელს ვერ შემიშლის.

ტექნიკური მხარდაჭერა *

ვადასტურებ, რომ მაქვს ახალი (მუშა) კომპიუტერი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი (მოდემის არა).

ინტერნეტის ალტერნატივა *

ინტერნეტის არქონის შემთხვევაში საშუალება მაქვს ვისარგებლო ალტერნატიული წყაროთი (მეზობელთან, სკოლაში, ბიბლიოთეკაში, ინტერნეტ-კაფეში, არასამთავრობო ორგანიზაციაში...).
უკვე გადავამოწმე და შემიძლია დავდასტურო, რომ
სახლში ან სამსახურში ინტერნეტის არქონა დავალებების შეუსრულებლობის მიზეზი არ გახდება .

აღწერეთ სად გაქვთ:

კომპიუტერის ალტერნატივა *

ჩემი პირადი კომპიუტერის გაფუჭების შემთხვევაში საშუალება მაქვს ვისარგებლო ალტერნატიული კომპიუტერით (მეზობელთან, სკოლაში, ბიბლიოთეკაში, ინტერნეტ-კაფეში, არასამთავრობო ორგანიზაციაში...), სადაც უფლებას მაძლევენ დავაყენო ლიცენზირებული პროგრამა.
უკვე გადავამოწმე და შემიძლია დავდასტურო, რომ
სახლში ან სამსახურში კომპიუტერის გაფუჭება დავალებების შეუსრულებლობის მიზეზი არ გახდება .

აღწერეთ სად გაქვთ:

სასწავლებელი, ორგანიზაცია *

სად მუშაობთ და რას ასწავლით

რომელ ენაზე გსურთ კურსის გავლა /Course Language *

გვარი/Surname *

კურსის სამუშაო ენაზე (ინგლისურად ან რუსულად)

სახელი/Name *

კურსის სამუშაო ენაზე (ინგლისურად ან რუსულად)

თქვენი ჯგუფი/Students *

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მუშაობდეთ 13-19 წლის მოსწავლეებთან.

ვინ არიან ის ბავშვები, ვისთანაც ჩაატარებთ კურსით გათვლილ აქტივობებს (სამუშაო ჯგუფი).
ასაკი, კლასი, კლუბი, რაოდენობა. რა გაგიკეთებიათ მათთან ერთად?

მოგვწერეთ თქვენი 2-3 მოსწავლის სახელი და გვარი, მათი, რომლების ჩაერთვებიან მედია პროექტებში და თქვენთან ერთად შეასრულებენ დავალებებს.

მათაც უნდა დაადასტურონ სურვილი და საშუალება, რომ შეუძლიათ დამატებითი საათები დაუთმონ იმ დავალებების შესრულებას, რაც 8 კვირის განმავლობაში კურსის ფარგლებში მოგეთხოვებათ.

აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული ან ინგლისური)

phone *

Facebook *

მიუთითეთ თქვენი Facebook პროფილის მისამართი სრულად.
ნიმუში www.facebook.com/bichiko.kacia8

iEARN წევრობა *

რომელი წლიდან ხართ iEARN-ის წევრი?
თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირდით http://collaborate.iearn.org/connect გვერდიდან და რამდენიმე დღეში გადაამოწმეთ თქვენი ელ.ფოსტა.

თქვენი გამოცდილება/experience *

მოკლედ აღწერეთ თქვენი გამოცდილება პროექტების (სასწავლო და საგრანტო) სფეროში.
რა გამოცდილება გაქვთ iEARN ქართულ და საერთაშორისო პროექტებში. მოიყვანეთ ბოლო 3 წლის ძირითადი მონაცემები. გაგვიზიარეთ ბმულები.

აღწერა იმ ენაზე გაკეთეთ, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

პორტფოლიო *

მიუთითეთ თქვენი, როგორც განმანათლებლის, პირადი ბლოგი/პორტფოლიო.

SKYPE *

კანდიდატებთან შესაძლოა საჭირო გახდეს skype ინტერვიუ. ამიტომ მიუთითეთ თქვეი SKYPE ID.

მოტივაცია 1/motivation *

რა მიზანს ისახავს თქვენი გუნდის (თქვენი და მოსწავლეების) მონაწილეობა, რას გინდათ მიაღწიოთ მათთან ერთად (რა მიზანს დაისახავს თქვენი მედია პროექტი)?
აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

მოტივაცია 2/motivatio *

რატომ გინდათ პირადად თქვენ მონაწილეობა მიიღოთ Adobe Youth Voices/iEARN კურსში საქართველოში? რისი განვითარება გინდათ პროფესიული თვალსაზრისით?
აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

წარმატება/Evaluation *

როგორ ფიქრობთ რა შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თქვენი მონაწილეობა კურსში ნაყოფიერი იყო, რა სარგებელს მოუტანს ეს თქვენს სკოლას/ორგანიზაციას/თემს ?
აღწერა გაკეთეთ იმ ენაზე, რომელ ენაზეც გსურთ კურსის გავლა (რუსული, ინგლისური)

მხარდაჭერა კურსდამთავრებულებისგან/Alumni support *

მიუთითეთ წინა კურსის დამთავრებულები, ვინც თანახმაა დახმარება აღმოგიჩინოთ თუ დაგჭრდათ.

WebAnketa.com

Free creation of surveys

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის.


საკონტაქტო ინფორმაცია: www.ltdemt.blogspot.com
ტელ.: 599556234
პავლე თვალიაშვილი

ADOBE Youth Voices-Georgia