განაცხადი - EMT პედაგოგთა კლუბი

პედაგოგები ფასეულობითი განათლებისათვის.

ტრენინგ პროგრამის მოკლე აღწერა:
პროგრამა ხელს უწყობს აღმზრდელს, პედაგოგს და განმანათლებელს, მოსწავლეებში განავითარონ საკვანძო ფასეულობები:
• თანამშრომლობა,
• ბედნიერება,
• პატიოსნება,
• თავმდაბლობა,
• სიყვარული,
• მშვიდობა,
• პატივისცემა,
• პასუხისმგებლობა,
• უბრალოება,
• ტოლერანტობა,
• ერთობა.

პროგრამა განკუთვნილია:
• პედაგოგებისათვის რომლებიც მუშაობენ 7-12 ან 13-17 წლის მოსწავლეებთან;
• ფსიქოლოგებისათვის;
• დამრიგებლებისათვის;
• სტუდენტებისათვის;
• განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის;
• მათთვის ვინც აპირებს საგანმანათლებლო ცენტრებში, კლუბებში, ორგანიზაციებში მოზარდებთან მუშაობას.

ტრენინგ პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეძლონ:

სასკოლო კონფლიქტების მართვა მოსწავლეებში ცხოვრებისეული ფასეულობების ქცევებში გამომუშავების გზით და შექმნან ღირებულებებზე დაფუძნებული საკლასო ატმოსფერო.

• მოსწავლეებში განავითარონ პიროვნული და სოციალური ფასეულობები;
• მოახდინონ ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში და არასაკლასო მუშაობის პროცესში;
• დაგეგმონ და ჩაატარონ ფასეულობითი გაკვეთილები, ღონისძიებები;
• შეძლონ ტექსტების შექმნა და ანალიზი.



პროგრამის ძირითადი საკითხებია:
1. ფასეულობითი განათლება - საერთაშორისო და ქართული გამოცდილება. პროგრამის მიზნები და ამოცანები;
2. სასკოლო და საკლასო ცხოვრებაში ფასეულობითი განათლების გარემოს შექმნა;
3. ფასეულობითი განათლების ინტეგრირება სხვადასხვა საგანში (ქართული და უცხოური ლიტერატურა, ისტორია, ბუნება, ხელოვნება);
4. ფასეულობითი განათლების მეთოდოლოგიის (ხატვა, დრამა, დისკუსია, პრეზენტაცია, როლური თამაშები, გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, მინი ლექცია, კითხვა-პასუხი) გამოყენება.
5. აქტივობების მრავალფეროვნება (მასალები: ტექსტები, მოთხრობები, ზღაპრები, სიმღერები, თამაშები, ფიზიკური აქტივობები, ბარათები, ნახატები, პლაკატები) ორიენტირებული კონკრეტულ ფასეულობაზე.
6. გაკვეთილების დაგეგმვა ფასეულობების მიხედვით.
7. როგორ გამოვიყენოთ ფასეულობითი განათლების მეთოდური ლიტერატურა;
8. საკითხავ ტექსტებზე მუშაობა, სახელმძღვანელოების ანალიზი.

ტრენინგ პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ:

• საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამის-(ცხოვრების ფასეულობები) მეთოდური სახელმძღვანელო, რომელშიც მოცემულია თეორიული და პრაქტიკული მასალები, კერძოდ: ტექსტები, მოთხრობები, სავარჯიშოები, აქტივობები ფასეულობითი განათლებისათვის, გაკვეთილის გეგმები.
• სერტიფიკატი

ტრენინგ პროგრამის ხანგრძლივობა:

2 თვე - კვირაში 1 დღე, სამი საათი. 17:00-20:00 სთ.
სამშაბათს - დაწყებითი საფეხური (7-12 წლის მოსწავლეების პედაგოგებისთვის);
ხუთშაბათს - II საფეხური (13-17 წლის მოსაწვლეების პედაგოგებისთვის);
ჯამში იქნება სულ 8 შეხვედრა.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, ბახტრიონის 7ა, EMT ოფისში.

კურსის ფასია 130 ლარი, მოიცავს 8 შეხვედრას ორი თვის განმავლობაში.

კლუბი დაიწყება ჯგუფის დაკომპლექტების შემთხვევაში.

ტრენერი: თეა ლობჟანიძე, კურსის ავტორი, საბავშვო მწერალი, ტრენერი, განათლების სპეციალისტი, CISV-საქართველოსა და „სიქა”-ს დამფუძნებელი. CISV-გამგეობის წევრი, EMT ტრენერი.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ. ელ-ფოსტა: tealobjanidze@gmail.com,
(მობ) 555 345 669 თეა ლობჟანიძე; თეო ბუაძე - teklabuadze@gmail.com, (მობ) 599 455 233.

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

დაბადების თარიღი *

მობილურის ნომერი *

სახლის ტელეფონის ნომერი *

ელ. ფოსტა *

აირჩიეთ ტრენინგ კლუბის საფეხური: *

სამუშაო ადგილი (ან სასწავლო დაწესებულება) *

გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი *

თქვენი მოტივაცია "პედაგოგთა კლუბში" მოხვედრისათვის *

გაქვთ თუ არა CISV-საქართველოსთან ან EMT-სთან თანამშრომლობის გამოცდილება, თუ დიახ დააკონკრეტეთ *

განსაკუთრებული საჭიროების ქონის შემთხვევაში გთხოვთ გვაცნობოთ წინასწარ *

დამატებითი კომენტარი *

WebAnketa.com

Free creation of surveys

დიდი მადლობა ინტერესისთვის.

საკონტაქტო ტელეფონი:
555345669 თეა ლობჟანიძე
599556234 პავლე თვალიაშვილი
599 455 233 თეო ბუაძე