23 თებერვლიდან
ხართ 15 – 30 წლის და მოგზაურობა თქვენი სურვილია?...
სურვილი, რომლის ასრულებასაც ვერ ახერხებთ, რადგანაც გგონიათ რომ არ გაქვთ საკმარისი უნარ–ჩვევები და შესაძლებლობა?
არ იცით საიდან დაიწყოთ ეს ყველაფერი, ან როგორ დაგეგმოთ?
არასაკმარისი ინფორმაციის გამო შიშობთ რომ ვერ განახორციელებთ მას?
თუ ასეა, თქვენ გაგიმართლათ, რადგანაც სწორედ იქ მოხვდით სადაც თქვენს სურვილს ახდენა უწერია..
“ განათლების და მართვის გუნდი“ EMT და CISV-საქართველოს კლუბი „ მოგზაურობის მართვა“ გთავაზობთ ახალ სასწავლო პროგრამას მოგზაურობის შესახებ.
კლუბი „ მოგზაურობის მართვა“ 3 თვიანი სასწავლო კურსის მეშვეობით დაეხმარება ყველა მსურველს, დამოიკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ მათთვის საინტერესო და სასურველი ტურები, გაეცნონ სხვადასხვა ტრადიციებს, შეხვდნენ უცხოელ მოხალისეებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება, აითვისონ ყველა ის აუცილებელი უნარ–ჩვევა რაც დამწყებ და გამოცდილ მოგზაურს სჭირდება, გაიგონ მეტი ტურიზმის შესახებ, დამოუკიდებლად შეძლონ როგორც სამგზავრო ბილთების შეძენა ,ასევე სასტუმროების და ჰოსტელების დაჯავშნაც. ისაუბრონ კულტურული შოკის და მისი პრევენციის მეთოდებზე, არალეგალური მიგრაციის რისკების და ფაქტების შესახებ, გაითავისონ რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს მოგზაური და როგორ გაუმკლავდეს მას, ან სულაც , იცოდნენ – რა არის მთავარი ექსტრემალური მოგზაურობის დროს.
*რატომ უნდა გადაუხადო ტურისტულ სააგენტოებს თანხა, რომ დაგიგეგმონ საკუთარი მოგზაურობა ?
*რატომ უნდა დაედევნო ტურისტულ გიდს ნაბიჯ–ნაბიჯ?
*რატომ უნდა მოექცე ჩარჩოში, მაშინ როცა ყველაზე მეტად უნდა იყო თავისუფალი?
თუ ეს კითხვები თქვენთვის მნიშვნელოვანია მაშინ გაქვთ შანსი , რომ ჩვენი კლუბის დახმრებით გახდე დამოუკიდებელი მოგზაური და შენ თითონ გადაწყვიტო უშიშრად: როდის, სად და როგორ წახვიდე.
იყავი მზად გაიგო მეტი სამყაროს შესახებ , გამოიყენე შანსი და შემოგვიერთდი.
კლუბი „მოგზაურობის მართვა“ თითოეულ ახალ ნაკადთან 3 თვის განმავლობაში იმუშავებს, კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა საღამოს 18:30–20:30სთ–ზე. მცირე ტრენინგების, სხვადასხვა ვორკშოპების და დისკუსიების გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ შესაბამის სერტიფიკატს, კლუბის დასასრულს თავად შეძლებთ ახალშეძენილ მეგობრებთან ერთად დაგეგმოთ და განახორციელოთ სასურველი ტურ–ექსკურსია.
კლუბში გასაწევრიანებლად გთხოვთ შეავსოთ ონლაინ ანკეტა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
კურსის ღირებულება – თვეში 60 ლარი.
კლუბს აქვს 2 ნაკადი: გაზაფხულზე ( იწყება თებერვალში) და შემოდგომაზე ( იწყება სექტემბერში).
კლუბის აქტიურ და წარმატებულ წევრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსებში ,რომელსაც " განათლებისა და მართვის გუნდი " EMT და CISV-საქართველო გთავაზობთ.
კლუბის შერჩეულ წევრებს დავუკავშირდებით .
პირველივე შეხვედრაზე დასწრება აუცილებელი და სავალდებულოა. ასევე წინდაწინ უნდა მოხდეს სარეგისტრაციო თანხის – 10 ლარის გადახდა, რომელიც ავტომატურად ბოლო თვის სწავლის გადასახადს ჩამოაკლდება, და ნაცვლად 60 ლარისა, ბოლო თვეში გადაიხდით 50 ლარს.
სარეგისტრაციო თანხის 10 ლარის გადახდა უნდა მოხდეს კლუბის დაწყებამდე და გთხოვთ, პირველივე შეხვედრაზე მოგვაწოდეთ გადახდის ქვითარი .
საბანკო რეკვიზიტები:
შპს "განათლებისა და მართვის გუნდი"
საიდენტიფიკაციო კოდი 416300185
თიბისი ბანკი
ბანკის კოდი TBCBGE22
ა/ა GE74 TB74 4083 6080 1000 02
დანიშნულება : კლუბ " მოგზაურობის მართვის" რეგისტრაციის თანხა. სახელი და გვარის მითითებით.
წარმატებებს გისურვებთ
მისამართი: მისამართი : თბილისი, საბურთალო,
ალ. ყაზბეგის 2 (კუტუზოვის ქუჩის კვეთაზე)
https://www.facebook.com/mogzaurobismartva
http://www.cisvgeorgia.org/
http://ltdemt.blogspot.com/
Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!