CISV საქართველო და როტარი კლუბი რუსთავი საერთაშორისო გიწვევთ წევრებს კლუბში JBi (Junior Branch and Interact joint club).
კლუბი JBi იქმნება პროექტის ფარგლებში, რომელშიც CISV -საქართველო და როტარი კლუბი რუსთავი საერთაშორისო 12-17 წლის ახალგაზრდებს აძლევენ შესაძლებლობას გაიგონ მსოფლიოს შესახებ ადგილობრივებისგან; იკონტაქტონ თემატური შეხვედრებითა და ერთობლივი პროექტების მეშვეობით; გაიუმჯობესონ საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარები; დახვეწონ სასაუბრო და საქმიანი ინგლისური; დააგროვონ დიდი გამოცდილება; მოემზადონ საერთაშორისო შეხვედრებისთვის პანდემიის შემდეგ უცხოეთსა და საქართველოში;
გაეცნონ საგანამანათლებლო და ჰუმანიტარულ პროექტებში ჩართულ ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს; დააგროვონ მოხალისეობრივი მუშაობის გამოცდილება; წარმატებით მოემზადონ UWC, FLEX და მსგავსი სასწავლო პროგრამებისთვის.
შეხვედრები ჩატარდება ყოველკვირეულად 1-2 სთ ზუმით, მითით ან სხვა პლატფორმით.
წევრებს საშუალება ექნებათ იმუშაონ იდეებზე, სამოქმედო გეგმებზე, აირჩიონ სხვა ადამიანები ან თვითონ დაიკავონ სხვადასხვა პოზიცია, განახორციელონ სათემო და საგანმანათლებლო პროექტები.