განაცხადი ტრენინგი EMT-ისგან "ტრენინგი ტრენერებისთვის" საბაზო კურსი



EMT-ის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ შემოგთავაზოთ ტრენინგი ტრენერებისთვის თეა ლობჟანიძისა და პავლე თვალიაშვილისგან.

კურსის ღირებულებაა: 150 ლარი;

ტრენინგი ჩატარდება 2017 წლის 26-27 მაისს.
10:00-17:00 სთ.
გაიცემა სერტიფიკატი.

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ონლიაინ.

იმის გადასამოწმებლად, რომ ნამდვილად მივიღეთ თქვენი განაცხადი, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ნომერზე: 595 368 368 ან 599 556 234
www.emt.ge

ტრენინგი აწყობილია ზრდასრულთა განათლების ციკლისა და ევროპული ჩარჩოს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის შესაბამისად. მონაწილეებში მოხდება არსებული გამოცდილების გააქტიურება ან ახალი გამოცდილების შეძენა, რასაც მოჰყვება ამ გამოცდილების განხილვა-გააზრება. სწავლის შემდეგ ეტაპზე მოხდება მიღებული გამოცდილების განზოგადება, ასევე შევსების მიზნით თეორიული მასალის მიწოდება. ტრენინგის დროს სწავლების მომდევნო ეტაპზე კი მონაწილეები პრაქტიკულად განახორციელებენ ნასწავლს, რასაც ტრენერისა და სხვა მონაწილეების მხრიდან მოჰყვება უკუკავშირი.

ტრენინგ-კურსის მიზანია: მონაწილეებმა იცოდნენ როგორ ხდება ტრენინგის, როგორც სასწავლო ინსტრუმენტის დაგეგმვა, მომზადება და გამოყენება ახალგაზრდებთან და ზრდასრულებთან მუშაობისას.

ტრენინგს ატარებენ თეა ლობჟანიძე და პავლე თვალიაშვილი.

ტრენინგი ჩატარდება EMT-ის ოფისში, თბილისში, საბურთალო, ბახტრიონის ქ. 7ა.

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

პავლე თვალიაშვილი - არაერთი საერთაშორისო და საჯარო ორგანიზაციის მიერ მომზადებული და მოქმედი ტრენერი, ტრენერთა ტრენერი, რომელსაც მომზადებული ჰყავს ასობით ტრენერი და ტრენერთა ტრენერი; შემუშავებული აქვს ბევრი ტრენინგ-მოდული, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ზრდასრულთა განათლების ასოციაციის მართვასა და ზრდასრულთა განათლების ქსელის გაძლიერებაში. ევროპის ტრენერთა ქსელის ტრენერი. წლების მანძილზე მუშაობს არაკომერციული ორგანიზაციების მენეჯერად და პროექტების დირექტორად. მომზადებული ჰყავს საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბინზეს სტრუქტურების, უნივერსიტეტების, მასწავლებლთა და ახალგაზრდული ცენტრების, და დამოუკიდებელი ტრენერები. თბილისში ახალგაზდა ტრენერების მომზადებისა და პორტალის www.trainers.ge ამოქმედების პროექტის დირექტორი და ტრენერი.

თეა ლობჟანიძე - არაერთი საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციის მიერ მომზადებული და მოქმედი ტრენერი, ევროპის ტრენერთა ქსელის ტრენერი, მომზადებული ჰყავს საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბინზეს სტრუქტურების, უნივერსიტეტების, მასწავლებლთა და ახალგაზრდული ცენტრების, და დამოუკიდებელი ტრენერები. არის ზრდასრულთა განათლების ტრენინგ-მოდულების ავტორი და წამყვანი. თბილისში ახალგაზდა ტრენერების მომზადებისა და პორტალის www.trainers.ge ამოქმედების პროექტის ტრენერი.

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

მონაწილის დაბადების თარიღი *

მობილურის ნომერი *

ალტერნატიული ტელეფონის ნომერი *

სამსახური *

სად მუშაობთ და რა პოზიციაზე?

გაგვეცანით *

მონაწილეობის მსურველებმა მოკლედ გაგვაცანით თქვენი თავი:

მოტივაცია *

მოტივაცია - რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა?

ტრენერის ხედვა *

რა სფეროში ან საკითხებზე აპირებთ ტრენერობას/ტრენინგების ჩატარებას?

როგორ გაიგეთ EMT-ის და ამ კურსის შესახებ? *

facebook *

მიუთითეთ თქვენი facebook-ის მისამართი სრულად;
ნიმუში www.facebook.com/saxeliani.gvaria

საორგანიზაციო საკითხები *

გავეცანი, რომ ტრენინგი ჩატარდება თბილისში, EMT-ს ოფისში 2017 წლის 26 და 27 მაისს 10:00-დან 17:00-მდე. დიდი შესვენება არის 1 საათი და ტრენინგი არ მოიცავს მონაწილეთა კვებას.

კომენტარი *

თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება, გთხოვთ მიუთითოთ.
ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი სურვილები და შემოთავაზებები.

ფოტოების გამოქვეყნება *

ჩემთვის ცნობილია, რომ ტრენინგის დროს გადაღებული ფოტოები, სადაც მე ვჩანვარ, შესაძლოა გამოყენებული იქნას ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობების წარდგენისა ან ანგარიშგებისას (ახალი ამბავი, ანგარიში, პოსტერი...) და ვაცხადებ თანხმობას.

WebAnketa.com

Free creation of surveys

განაცხადის გამოსაგზავნად შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს DONE.

მადლობას მოგახსენებით თანამშრომლობის სურვილის გამოხატვისთვის.

www.emt.ge
email: emt.apply@gmail.com