პროგრამა "შვილი და მშობელი ერთი გუნდია"

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

პროგრამის აღწერა

პირველი ნაკადი 12-14 მაისი, 2017
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
და
EMT - განათლებისა და მართვის გუნდი

გ თ ა ვ ა ზ ო ბ თ
მშობლებსა და შვილებს (10-14 წ.) ერთად გაატაროთ სამი დღე და
ჩაერთოთ საბანაკე აქტივობებში კომფორტულ გარემოში, ბაზალეთში, სასტუმრო „გრიფინი“

მშობლები და შვილები ერთად ახალ რეალობაში - გაიცანით ერთმანეთი განსხვავებულ რაკურსით.
პროგრამა ხორციელდება გამოცდილ ტრენერებთან, ფსიქოლოგთან და ევროპელ ლიდერთან ერთად.
ერთობლივი აქტივობები მშობლებისა და შვილებისათვის:
• ინტერაქტიული თამაშები და მხიარული ენერჯაიზერები ხელს შეუწყობს მშობლებისა და შვილების დაახლოებას, მათში თანამშრომლობის, კომუნიკაციის, გუნდურობისა და ინიციატივის რეალიზების უნარების განვითარებას.
• კრეატიული და სასარგებლო ნივთების დამზადება და შექმნილ ნაკეთობების გამოფენა;
• ვიქტორინა - რამდენად კარგად იცნობთ ერთმანეთს;
• მხიარული სტარტები - მშობლებისა და შვილების თანამშრომლობითი აქტივობები,
• მშობელთა კლუბი - საუბრები ფსიქოლოგთან : ბავშვთა პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, აღზრდისა და განვითარების თანამედროვე თეორიების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება, ბავშვებთან ეფექტური ურთიერთობის ფორმები;
• დისკუსია თაობებს შორის ორივე მხარისათვის აქტუალურ საკითხებზე (მაგ: როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო, მშობლის როლი კარიერის არჩევაში, სოციალური მედიისა და ინტერნეტისათვის დროის გამოყოფა/დათმობა და ა.შ.)
• ტალანტ შოუ- სიმღერებისა და ცეკვების კარაოკეები , პერფომანსები და სხვა..

პროგრამაში მონაწილეობა, განთავსება ორ ადგილიან ნომრებში და სამჯერადი კვება - 1 ადამიანი 240 ლარი;

მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა შეავსონ ონლაინ ანკეტა:
http://webanketa.com/forms/68rkcc1g60qk0shkcgtp2sb2/

საკონტაქტო პირები:
პავლე თვალიაშვილი: 599 556234
გვანცა თვალიაშვილი: 595 368368

სახელი *

გვარი *

სტატუსი (მონიშნეთ) *

მშობლის სამუშაო ადგილი/პოზიცია *

ბავშვის სკოლა, კლასი *

დაბადების თარიღი: *

phone *

განსაკუთრებული საჭიროება  *

(ვეგეტარიანელი, მარხვა, დიეტა , ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა და სხვა;)

მოლოდინები და სურვილები *

WebAnketa.com

Free creation of surveys