EMT/SIQA/CISV-ს ინტერაქტიული ბანაკი "ცხრაკლიტული 2"


ინტერაქტიულ-შემეცნებითი ბანაკი "ცხრაკლიტული 2" მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი და ემოციებით სავსე 8 დღე გაატაროს, ბორჯომის ხეობაში, 2016 წლის ზაფხულში.
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს ინტერაქტიულ აქტივობებში მონაწილეობა, IQ-ს ამაღლება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება რთულ და მოულოდნელ სიტუაციებში.
ბანაკის მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს გამოცდილ გუნდთან ერთად, კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა !

ბანაკის ვადები: 23-30 ივლისი, 2016 წელი;

მონაწილეობა შეუძლია ყველას:
 ვინც არის 10-17 წლის ასაკის;
 ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები და გაიმარჯვოს სირთულეებზე;
 ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
 ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტული ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის თითოეულ დღესაც ახალი თავგადასავალი იხსნება.

 გარდა ამ მონაწილეებისა, ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.

ბანაკის სპეციფიკა:
მონაწილეთა რაოდენობა იქნება 25 ბავშვი. ისინი დაიყოფიან 5-6 კაციან ჯგუფებად. თითოეულ დღეს ყველა გუნდს მოუწევს სხვადასხვა სახალისო სირთულის გადალახვა. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ერთი ფერადი გასაღები, ხოლო საბოლოოდ შეკრებილი 9 ფერადი გასაღები გახსნის "დიდ საიდუმლოს" ბანაკის ბოლო დღეს.

ბანაკის მიზანს წარმოადგენს ის, რომ მონაწილეებმა ხალისით გაიუმჯობესონ ლიდერობის და გუნდურობის უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად, ან გუნდის დახმარებით გაართვან თავი რთულ სიტუაციას. მინი ტრენინგებისა და აქტივობების მეშვეობით აიმაღონ IQ და სტრატეგიული აზროვნება.


9-დღიანი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;
2. ტრენინგები და მინი ლექციები რომელიც ორიენტირებული იქნება IQ-ს ამაღლებაზე, სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის უნარების განვითარებაზე;
3. ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
4. დღის და საღამოს თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
5. Welcome Party/საღამოს აქტივობები/კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული 4 ლიდერისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სახვადასხვა თემებზე, ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს და შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება.

ბანაკის მდებარეობა: ბანაკი გაიმართება ბორჯომის ხეობაში. კომფორტულ და კეთილმოწყობილ სასტუმროში, რომელიც აღჭურვილია: 3-4 ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, ტელევიზორი), ამასთანავე მყუდრო სასადილო, მცირე სპორტული მოედანი, სათამაშო სივრცე, საცურაო აუზი.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 10 წუთი სავალ გზაზე.

ღირებულებაში მოიცავს:
 სასტუმროში ცხოვრება;
 კვება;
 მგზავრობა;
 ბანაკის მაისური;
 პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო მაგიდის თამაშები და ა.შ);
 ფოტო მომსახურებას და სამახსოვრო ვიდეოკლიპს;
 უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა:
http://webanketa.com/forms/64t3gc9g6rqk8dv36rw38rk1/

მონაწილეობის ღირებულება: 490.00 ლარი.

რეგისტრაცია გრძელდება 17 ივლისამდე

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბანაკის დირექტორს, თორნიკე ყიყიშვილს:
557 199 421

დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი;
599 455 233 -თეონა ბუაძე.

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

დაბადების თარიღი *

გთხოვთ აარჩიოთ კალენდრის გამოყენებით

რატომ გსურთ ბანაკში მონაწილეობა *

საკონტაქტო ტელეფონი *

facebook-ის პროფილი *

არსებობის შემთხევავში მიუთითეთ სრულად.
ნიმუში: www.facebook.com/saxeli11.gvari07

მშობლის სახელი და გვარი *

მშობლის მობილურის ნომერი *

მშობლის/მშობლების სამუშაო ადგილი და პოზიცია *

განსაკუთრებული საჭიროებები, რომელიც გასათვალისწინებელია ბანაკში *

(მაგალითად: დიეტა, მედიკამენტების მიღება, ემოციების და ქცევის მართვის სირთულე, საკვები რომელსაც არ მიირთმევს, მარხვა, გადაადგილების პირობები და/ან სხვ.)

WebAnketa.com

Free creation of surveys

გისურვებთ დაუვიწყარ თავგადასავლებს!

www.emt.ge
მობ.: 599 455 233; 599 556 234
email: emt.apply@gmail.com