EMT/SIQA/CISV-Georgia-ს ინგლისურ-ქართულენოვანი ბანაკი "Crea(c)tive Camp" მონაწილის ანკეტა


EMT/SIQA/CISV-Georgia-ს გუნდი გთავაზობთ ბანაკს ახალი პირობებით და პროგრამით!
ინგლისურ-ქართულენოვანი ბანაკი მათთვის, ვისაც სურს გაიუმჯობესოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია და შემოქმედებითი აზროვნება!
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა და პირონული განვითარება!
ბანაკის მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს სახალისო და მხიარული დასვენება EMT-ს გამოცდილ ტრენერებთან და მენეჯერებთან ერთად!

ბანაკის ვადები: 23-30 ივნისი, 2016 წ.
მონაწილეობა შეუძლია ყველას:
 ვინც არის 10-16 წლის ასაკის;
 ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარები;
 ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
 ვისაც უნდა დაუვიწყარი და პოზიტიურად დამუხტული ერთი კვირა გაატაროს ზაფხულში;
 ვინც ელემენტარულ დონეზე მაინც იცის ინგლისური ენა.

 გარდა ამ მონაწილეებისა, ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს, 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული 4 ლიდერისგან, რომელნიც: არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად; ატარებენ ტრენინგებს ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის; ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს და კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას.

ბანაკი გაიმართება სასტუმროში „მზეთამზე“.სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანთან და წაღვერთან ახლოს, ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე. სასტუმრო აღჭურვილია: 2-3 ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, ტელევიზორი), კომფორტული სასადილოთი, საკონფერენციო ოთახებით, სპორტული მოედნით, სათამაშო სივრცით, მცირე ზომის აუზით, მაგიდის ჩოგბურთით. ყველა სართულზე დამონტაჟებულია ცეცხლ-მაქრი.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, ჩანჩქერი და პატარა მდინარე; უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 20-25 წუთი სავალზე.




ღირებულებაში შედის:
 მგზავრობა;
 კვება;
 სასტუმროში ცხოვრება;
 ბანაკის მაისურების საფასური;
 ტრენინგები ინგლისურ და ქართულ ენაზე;
 პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, მაგიდის სააზროვნო თამაშები და ა.შ);
 უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.


8-დღიანი (7 ღამე) პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. ინდივიდუალური და ჯგუფური სახალისო და ინტელექტუალური დავალებები/პრეზენტაციები;
2. ინგლისურ ენაზე ჩატარებულ ტრენინგები თემაზე: კრეატიული/შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
3. ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
4. დღის და საღამოს “დიდი თამაში”, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
5. კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

ბანაკის ღირებულება: 490 ლარი;

რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ, გახსნათ მოცემული ბმული და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით EMT-ს ადმინისტრაციულ მენეჯერს თეონა ბუაძეს;
20 ივნისამდე.
599 455 233
teklabuadze@gmail.com

დამატებითი საკონტაქტო პირი, EMT, სიქა და CISV საქართველოს დამფუძნებელი:
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

დაბადების თარიღი *

რატომ გინდათ პროექტში ჩართვა *

საკონტაქტო ტელეფონი #1 *

საკონტაქტო ტელეფონი #2 *

facebook-ის პროფილი *

არსებობის შემთხევავში მიუთითეთ სრულად.
ნიმუში: www.facebook.com/sakheli.gvari.92

საცხოვრებელი მისამართი *

განსაკუთრებული საჭიროებები *

(მაგალითად: გადაადგილების პირობების, საკვების, წამლების ან სხვ. მითითებით)

WebAnketa.com

Free creation of surveys

დიდი მადლობა ინტერესისთვის.

www.ltdemt.blogspot.com
მობ.: 599556234
email: emt.apply@gmail.com