მშობლებს და ბავშვთა აღზრდის საკითხებით დაინტერესებულ პირებს, ვისაც გაცნობიერებული გაქვთ აღზრდის როლი პიროვნების ფორმირებაში და გსურთ გაამდიდროთ საკუთარი პრაქტიკა აღზრდის საკითხებში, EMT გიწვევთ კლუბში „პროფესია-მშობელი“.
კლუბის მუშაობას წარუძღვებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, რომლებსაც აქვთ ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება.
კლუბის თემატიკა: ბავშვთა პრობლემები და მათი მოგვარების გზები, ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები, აღზრდისა და განვითარების თანამედროვე თეორიების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება, ბავშვებთან ეფექტური ურიერთობის ფორმები, ბავშვთა ქცევის მართვის ტექნიკები.
კლუბი იმუშავებს ინტერაქტიული მეთოდებით:
*კონკრეტული ქეისების განხილვა,
* ბავშვთა განმავითარებელი აქტივობების (თამაშების) პრაქტიკაში გამოყენება,
* თეორიული და ვიდეო მასალის გაცნობა, დისკუსიები, თემატური სავარჯიშოები და სხვ.
კლუბში მუშაობის გამოცდილება მონაწილეებს საშუალებას მიცემს:
1. გააცნობიერონ ბავშვებთან საკუთარი მიდგომის ეფექტიანობა და შეარჩიონ აღზრდის ოპტიმალური სტრატეგია;
2. პრაქტიკაში გამოიყენონ ფსიქოლოგიის თანამედროვე მიღწევები;
3. შეძლონ არეგულირონ და პოზიტიურ ემოციურფონზე წარმართონ ბავშვებთან ურთიერთობა.
კლუბი იმუშავებს 3 კვირის განმავლობაში, კვირაში 2 დღე. თითო შეხვედრა - 3 საათი.
წლუბის საწევრო გადასახადი - 120 ლარი.
სასურველი დრო (შეთანხმებით):
ოთხშაბათი-შაბათი: 18:00-21:00 სთ ან
სამშაბათი-პარასკევი: 11:00 -14:00სთ ან
ორშაბათი-ხუთშაბათი: 11:00 - 14:00 სთ;
Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!
Free creation of surveys
განაცხადის გამოსაგზავნად შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს DONE.
რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ, თითოეულ აპლიკანტს მითითებულ ნომერზე დაუკავშირდება ტრენინგ კლუბის მენეჯერი.
იმის გადასამოწმებლად, რომ ნამდვილად მივიღეთ თქვენი განაცხადი, გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ნომერზე: 577 95 96 89 (მარიდეა)
მადლობას მოგახსენებით თანამშრომლობის სურვილის გამოხატვისთვის.