EMT-ს ინგლისურენოვანი ტრენინგ-ბანაკი "ლიდერული არდადეგები 2"


EMT- განათლებისა და მართვის გუნდი გთავაზობთ ინგლისურენოვან ტრენინგ-ბანაკს "ლიდერული არდადეგები 2"

ბანაკი "ლიდერული არდადეგები 2" დაგეგმილია მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი და ემოციებით სავსე 8 დღე გაატაროს, მზეთამზეში, დაბა ბაკურიანთან ახლოს, 2016 წლის ზამთარში.
ბანაკი მათთვის, ვისაც სურს ახალ და ძალიან საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესება, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება რთულ და მოულოდნელ სიტუაციებში.
ბანაკის მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს EMT-ს გამოცდილ გუნდთან ერთად, კიდევ ერთ ბანაკში მონაწილეობა !

ბანაკის ვადები: 5-12 იანვარი, 2016 წელი;

მონაწილეობა შეუძლია ყველას:
 ვინც არის 11-16 წლის ასაკის;
 ვისაც აქვს სურვილი გაიუმჯობესოს დამოუკიდებლად ცხოვრების და ლიდერული უნარები;
 ვისაც სურს შეისწავლოს უამრავი აქტივობა, რომელსაც მომავალში გამოიყენებს თანატოლებთან ურთიერთობის დროს;
ვისაც სურს თავად დაგეგმოს და განახორციელოს საინტერესო აქტივობები და მიღებული ცოდნა პრაქტიკაშივე გამოიყენოს!
 ვისაც უნდა დაუვიწყარ და პოზიტიურად დამუხტულ ბანაკში მიიღოს მონაწილეობა, რომლის პერიოდშიც თითოეულ დღეს თავისი სპეციფიური მიმართულება ექნება!

 გარდა ამ მონაწილეებისა, ბანაკში წამოსვლა შეუძლიათ ახალგაზრდებს 18 წლიდან ზემოთ, რომლებისთვისაც პროგრამა განსხვავებული კუთხით იქნება წარმოდგენილი. ისინი ისწავლიან ბანაკის სამუშაოს განრიგის შედგენას, დეტალებზე ორიენტირებას და ლიდერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე მუშაობას.




8-დღიანი პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს:

- გუნდური და ინდივიდუალური სახალისო, შემოქმედებითი და ინტერაქტიული აქტივობები;
- ტრენინგები და მინი ლექციები რომელიც ორიენტირებული იქნება ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებაზე, სტრატეგიულ აზროვნებასა და სიტუაციური ლიდერის უნარების განვითარებაზე;
- ფორტი ბოიარდის ტიპის თამაში რეკრეაციულ ზონაში - სპორტულ-ინტელექტულური სავარჯიშოები - ვსწავლობთ კეთებით;
- დღის და საღამოს თამაშები, სივრცეში ორიენტირებისა და გუნდთან ერთად გადაწყვეტილებების მისაღებად;
- საერთაშორისო ბანაკის გამოცდილების დანერგვას, რაც გულისხმობს თითოეული მონაწილის გააქტიურებას სხვადასხვა როლის მიხედვით;
- ერთი დღის ბაკურიანში გატარებას თხილამურებზე სასრიალოდ, მშობლის თანხმობის შემთხვევაში; (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია);
- Welcome Party/საღამოს აქტივობები/კარნავალი/სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.

სამუშაო გუნდი: შედგება კვალიფიცირებული 4 ლიდერ-ტრენერისგან, რომელნიც არაერთხელ ყოფილან საერთაშორისო და ადგილობრივ ბანაკებში ლიდერებად, ატარებენ ტრენინგებს სახვადასხვა თემებზე, ფლობენ პირველადი გადაუდებელი დახმარების უნარებს და შეუძლიათ საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაგირება, კარგად იცნობენ ბავშვთა ფსიქოლოგიას და აქვთ ნამუშევარი რთული ქცევის ბავშვებთანაც.

ბანაკის მდებარეობა: ბანაკი გაიმართება დაბა მზეთამზეში, სასტუმრო აღჭურვილია: 4-5 ადგილიანი ოთახებით (თითოეულ ოთახს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი, ტელევიზორი), ამასთანავე კომფორტული სასადილო, სპორტული მოედანი, სათამაშო სივრცე.
მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტყე-პარკები, სპორტული მოედნები და სავარჯიშო ზონა. უახლოესი ამბულატორია მდებარეობს 20 წუთის სავალ გზაზე.

ბანაკის ღირებულებაში შედის
 სასტუმროში ცხოვრება;
 კვება;
 მგზავრობა;
 პროგრამის ხარჯები (სპორტული ინვენტარი, სააზროვნო მაგიდის თამაშები და ა.შ);
 უამრავი სახალისო და შემოქმედებითი აქტივობა.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა:


მონაწილეობის ღირებულება: 558.00 ლარი.

რეგისტრაცია გრძელდება 25 დეკემბრამდე (2015წ)


დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბანაკის დირექტორს,
თეონა ბუაძეს 599 455 233 teklabuadze@gmail.com

დამატებითი საკონტაქტო პირი:
599 989 545 - გიორგი თვალიაშვილი;
599 556 234 - პავლე თვალიაშვილი;

Fields, marked with an asterisk (*), are required to fill in!

სახელი *

გვარი *

დაბადების თარიღი *

გთხოვთ აარჩიოთ კალენდრის გამოყენებით

რატომ გსურთ ბანაკში მონაწილეობა *

საკონტაქტო ტელეფონი *

facebook-ის პროფილი *

არსებობის შემთხევავში მიუთითეთ სრულად.
ნიმუში: www.facebook.com/saxeli11.gvari07

მშობლის სახელი და გვარი *

მშობლის მობილურის ნომერი *

მშობლის/მშობლების სამუშაო ადგილი და პოზიცია *

საცხოვრებელი მისამართი *

(ქალაქი, ქუჩა, #)

განსაკუთრებული საჭიროებები, რომელიც გასათვალისწინებელია ბანაკში *

(მაგალითად: დიეტა, მედიკამენტების მიღება, საკვები რომელსაც არ მიირთმევს, მარხვა, გადაადგილების პირობები და/ან სხვ.)

WebAnketa.com

Free creation of surveys

გისურვებთ დაუვიწყარ თავგადასავლებს!

www.emt.ge
მობ.: 599 455 233; 599 989 545
email: emt.apply@gmail.com